წარმატების გასაღები ნაპოვნია!
- misterybuxtore17
- Jan 16, 2019
- 4 min read
გზა წარმატებისკენ
ადამიანებს არასწორად ესმის წარმატების განმარტება და ზოგადად თვითონ „წარმატება“
- მე გავხდები წარმატებული როდესაც ჩემს საყვარელ საქმეს ვიპოვი
- მე გავხდები წარმატებული როდესაც მილიონ დოლარს ვიშოვი
- მე გავხდები წარმატებული როდესაც ჩემს ნამდვილ სიყვარულს ვიპოვი
ამჩნევთ რაღაც უცნაურს? ისინი ფიქრობენ რომ წარმატება ეს არის თვითონ მიზანი, რაღაც ზღვარი, რომელსაც უნდა მიაღწიონ. თითქოს რაღაც ადგილია და როდესაც მივალთ იმ ადგილას, მორჩა! ჩვენ ყველანი წარმატებული გავხდებით!
სამწუხაროდ თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს.. ასეთი სახის წარმატება არარსებობს..
სიმართლე კი ის არის რომ წარმატება ეს მიზანი კიარარის, არამედ ერთვგვარი აზროვნებაა, როგორ ხედავ გზას შენს მიზნამდე, რას აკეთებ ამისთვის, რას ფიქრო, ანუ წარმატება არის იმ აზრების და ფიქრების ნაკრები რომელიც გეხმარება მიაღწიო შენს მიზანს. და როგორც ნებისმიერი სხვა სახის „აზროვნება“ (mindset) ყოველთვის თან უნდა ატარო და არა, მიზნის მიღწევის შემდეგ გადააგდო.
არცისეთი მარტივია ასეთი ცხოვრების წესის არჩევა და ამ გზაზე სიარული, მოითხოვს: დროს,ოფლს,მუდმივ შრომას,ძალდატანებას,დისციპლინას და სხვა მრავალ უნარს რომელიც უნდა განავითაროთ ამ „გზაზე სიარულისას“, რაშიც მე აუცილებლად დაგეხმარებით.
ახლა აუცილებლად ვთვლი რომ გითხრათ ერთი რამ.. თუ კი თქვენ დადექით წარმატების გზაზე და მიუყვებით ამ გზას, ნუ დაიწყებთ მარტივი ხერხების ძებნას.. ის ვერასდროს მიგიყვანთ მიზნამდე, არარსებობს გზა მარტივი ფულისკენ, მარტივად მოძებნო შენი ნამდვილი სიყვარული, მარტივად ააშენო სახლი, მარტივად შეცვალო შენი თავი, ყველაფერი ეს მოითხოვს დროს და მუდმივ შრომას, როგორც მანამდე ვახსენე! ამიტომ პირველს რასაც გეტყოდით ეს არის: იქონიეთ მოთმინება! მოთმინება და მოთმინება. ნებისმიერი წარმატებული ადამიანი ამას გეტყვით და იგივეს ვიმეორებ მეც. არარსებობს ბიზნესი ააწყო 2 დღეში, დრო სჭირდება 1 წელი, 2 წელი და ეს მინიმუმია. იცოდით? 95% ბიზნესებისა 5 წელიწადში ვარდება.

ადამიანები ეძებენ ორქოს! რას აკეთებენ ამისთვის- იღებენ ნიჩაბს და თხრიან მიწას იქ სადაც 1000%-ით დარწმუნებული არიან რომ ოქროა! თხრიან მიწას და როდესაც მიწაზე მყარ ნაწილს მიადგებიან და ნიჩაბი არ შველით, დადგებიან და ფიქრობენ.. მგონი რაღაც არასწორად გავაკეთე! ეტყობა აქ ოქრო არარის მაგიტო ვერ ვიპოვე აქამდე! - ადამიანს ჰგონია რომ მხოლოდ ნიჩბის საშუალებით იპოვის ოქროს.. წერაქვი? ყველა ის მოწყობილობა რომელმაც უნდა გამოაცალკევოს მთლიანი მადნიდან ოქრო.. ყველა ის ინსტრუმენტები. მარტო ნიჩბით ოქროს ვერ მივიღებთ. თორემ სადაც დაიწყეს ოქროს ძიება იმ ადგილას ნამდვილად იყო! ასეა წარმატებაზეც, ზოგი რას დაიწყებს ზოგი რას.. ბიზნესს დაიწყებენ და მხოლოდ რეკლამაზე ფიქრობენ.. მხოლოდ ერთი ინსტრუმენტით ვერაფერს გახდებით..

მაგალითისთვის მინდა მოგყივანოთ დუეინ ჯონსონი იგივე THE ROCK კი.. ყველას გეცნოთ. ხალხი მას ხშირად ეკითხებოდა თუ როგორ მიაღწია ამ შედეგს, რა პროტეინს სვამდა, სად ყიდულობდა, რითი ვარჯიშობდა, რამდენხანს, რა არის ასეთი ტანის დაყენების „მაგიური ინსტრუმენტი“
დუეინი კი ამბობდა რომ არარსებობს ის „მაგიური
ინსტრუმენტი“ რომლითაც ,ამ შედეგს მიაღწია. მან თავისი დიეტაც კი გამოაქვეყნა, გამოაქვეყნა როგორ ვარჯიშობდა, რამდენხანს.
როდესაც ხალხმა ნახა ეს ინფორმაცია!
-შენ 6000 კალორიას იღებ დღეში?
-ეს არარის სწორი! 4 საათი ვარჯიში? მაგდენი დრო არმაქვს!
-ნუ ატყუებ ყველას! ვიცით რომ სტეროიდებს იყენებ!
თუ მათ ნამდვილად უნდათ რომ იყვნენ როგორც დუეინი, ისე ივარჯიშებდნენ როგორც დუეინი!
მაგრამ მათ არუნდათ დაიჯერონ, 4 საათი რომ ვარჯიშობს ყოველი დღე, და ამდენ ენერგიას ხარჯავს ამისთვის. მათ ურჩევნიათ გამოიყენონ ის პროტეინები და შეიკერი, ხელთათმანები რომელსაც დუეინი იყენებს და მაგდროს იფიქრონ რომ დუეინს ჰგვანან..ისინი მოკლე გზას ეძებენ..

შემდეგი რაზეც მინდა ვისაუბრო, არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს არის შიში! დამარცხების შიში..
- ჩვენ არ მივდივართ იმ სამსახურის გასაუბრებაზე რადგანაც ზუსტად ვიცით რომ არმიგვიღებენ
- ჩვენ არ მივდივართ და არველაპარაკებით იმ საყვარელ გოგოს რომელიც მოგვწონს, რადგანაც ვიცით რომ შანსი არგვაქვს
- ჩვენ არ გავდივართ იმ კურსს, რომელმაც შეიძლება ჩვენი შემოსავალი გაზარდოს ან დაგვეხმაროს წარმატების მიღწევაში,იმის გამო რომ- „იქნებ ჩემზე არიმუშაოს ამ მეთოდმა?“

თითოეულმა წარმატებულმა ადამიანმა განიცადა ასობით წარუმატებლობა.. თითოეულმა მათაგნმა.. ავიღოთ alibaba-ს დამფუძნებელი- ჯეკ მა, რომელმაც შექმნა იმპერია! Alibaba-ს ფასი დღეს 85 მილიარდი დოლარია! იგი ფორბსის სიაში მე-20 ადგილზეა 35 მილიარდი დოლარით. მისი ერთ-ერთი მონაყოლიდან ვიგებთ რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი რომელიც არმიიღეს სამსახურში 600 ადამიანიდან.. და ასეთი ისტორიები მას ბევრი აქვს.. მაგრამ მას ამან ხელი არ შეუშალა რომ მიაღწია იმ მიზანს რასაც მან მიაღწია, იმიტომ რომ წარუმატებლობა ყოველთვის გზად უდევს წარმატებას. ყოველთვის ახლოს არის, ნუ მიიღებთ წარუმატებლობას როგორც რაღაც საშინელებას ცხოვრებაში, მიიღეთ ის როგორც გამოცდილება მომავლისთვის, გერი ვეინერჩუკი გიჟდება წარუმატებლობაზე, ის აძლევს მოტივაციას რომ უფრო მეტს მიაღწიოს! მეც მის მეთოდს ვბაძავ.
და..
როგორ მივაღწიოთ წარმატებას? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
პირველი რაც უნდა გააკეთოთ ეს არის. დაისახეთ მიზანი!
ანუ როგორი მიზანია იცი? აი ახალ წელს რომ იცით ხოლმე აი ამის მერე ძმაო თუ დავლიო რა! ან ახალი წლის მერე ვვარჯიშს ვიწყებ!
დასვით მიზანი- „ტრენაჟორებზე უნდა ვიარო რა“ იყიდეთ აბონიმენტი კვირაში სამი დღე. თავიდან დაიწყეთ სიარული, საქმე კარგად მიდის! მაგრამ მერე ერთი დღე ჩაგივარდათ.. ნუ ეგ არაუშავს ხვალ წავალ.. ხვალ- ძმაკაცის შეყვარებულს ჯიპი მოუნდა ან რამე მასეთი, და ისე გამოვიდა რო მთელი კვირა არ გივლია..
იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენი მიზანი დასმული იყო არასწორად და ძალიან ზოგადად.
იყავით კონკრეტული- რას მივიღბ მიზნის მიღწევისას? ან რას ველი ჩემი მიზნის მიღწევის შემდეგ? როგორ მივხვდე რომ ჩემი მიზანი შესრულდა? როგორ გამოიყურება ეს ჩემი მიზანი. თუ კი ვარჯიშზეა ლაპარაკი- აი ეს ბიცეფსი ცოტა უფრო დიდი უნდა იყოს, მკერდის კუნთი კაი მაქ არმინდა მეტი.. ნინომაც მითხრა კაიაო.. ფეხის კუნთი მაქ ძმაო დასამუშავებელი რა!
რა რესურსი მჭირდება ჩემი მიზნის მისაღწევად? თუ იგივე მაგალითს განვიხილავთ- საჭიროა, სპორტული შარვალი, შორტები გამოდგება, ის შავი ზედა რომ გაქვს უჯრაში მოძებნე ასიანში იქნება! ბოტასებიც წინა ზაფხულს რო დაითრიე იაფებში! და ფული! ფულის გარეშე სად მიდიხარ? არუნდა იყიდო აბონიმენტი?

რატომ მინდა რომ ამ მიზანს მივაღწიო?
მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს? იგივე მაგალითზე- აბა რაარის? ღიპიანმა უნდა იარო? შარვალში ვეღარ ეტევი ვერ ხედავ? სარკეშიც აღარ იყურები, რო დარბიხარ ღიპი გითამაშებს.. ანუ საჭიროა!
დასვი დედლაინი! განვიხხილოთ იგივე მაგალითი- აი გიომ მითხრა 1 თვეში 8 კუბიკი თუ არა 6 მაინც იქნებაო და მთავარია ეგ გავქაჩო რა! (არ მიენდოთ გიოს აზრს..)

შემდეგი რაც უნდა გააკეთოთ და გირჩევთ რომ გააკეთოთ, ეს არის მოძებნეთ მენტორი! ჩემი აზრით ეს აუცილებელია.
მენტორი არის ის ადამიანი რომელიც, გვერდში გიდგათ, თქვენზე საკმაოდ დიდია და იმ საქმეში აქვს გამოცდილება, რაშიც თქვენ გინდათ წარმატებას მიაღწიოთ. მენტორი არის ადამიანი რომელიც, რჩევას მოგცემთ და ბევრ რთულ გადაწყვეტილებაში სწორ არჩევნისკენ გიბიძგებთ, მაგრამ ის თქვენს სამუშაოს არ შეასრულებს და არც ეცადოთ რომ ასეთი რამ გააკეთებინოთ.
3. დაიწყეთ!
უმნიშვნელოვანესია რომ გადადგათ ნებისმიერი სახის ნაბიჯი. უბრალოდ დაიწყეთ! თქვენი მიზნისკენ სწრაფვა. ზოგადად ცნობილი ფრაზა არის-„ყველაზე რთული პირველი ნაბიჯის გადადგმა არის“. მაგრამ ხომ უნდა დაიწყოთ ოდესმე? და ეს „ოდესმე“ გახადეთ „ახლა“ - შემდეგ კვირას ვარჯიშს ვიწყებ. ეს ფფრაზა გადააკეთეთ. ახლავე ვარჯიშს ვიწყებ. და უბრალოდ აზიდვვების კეთება დაიწყე ან გარეთ გადი და „ტურნიკზე“ ივარჯიშე.

იმედია მოგეწონათ დღევანდელი პოსტი, ასეთი სახის პოსტი არაერთი იქნება ჩვენს გვერდზე, ხშირად მოგვინახეულეთ ხოლმე!
Comments