top of page

ფული! ფული! და ისევ ფული!

5 ხერხი თუ როგორ გავაკეთოთ ფული ინტერნეტით




მსოფლიოში ძალიან აქტუალურია ეს თემა, ყველა ამაზე იღებს ვიდეოებს და აკეთებენ გაიდლაინებს - თუ როგორ უნდა ვიშოვოთ ფული ინტერნეტით. ვინც აქამდე ფიქრობდით რომ ინტერნეტით ფული არ იშოვება (თუკი კიდევ არიან ასეთები) იცოდეთ რომ ცდებით.. დღეს წარმოგიდგენთ 5 ხერხს, რომლის საშუალებითაც, ნამდვილად გააკეთებთ ფულს.



1. ონლაინ ტრეიდინგი

ფულის შოვნის ერთ-ერთი კარგი საშუალება, რომელიც რათქმაუნდა მოითხოვს გამოცდილებას და საქმის ცოდნას (აბა ისე ფულს ვინ გადაგიხდის, ან როგორ იშოვი).

ონლაინ ტრეიდინგი არის მუშაობა ბირჟაზე, რომელიც ხორციელდება კომპიუტერისა და ინტერნეტის მეშვეობით. ამასთან ერთად, არ აქვს მნიშვნელობა დედამიწის რომელ წერტილში იმყოფება ტრეიდერი თავისი კომპიუტერით - რომლისთვისაც არსებობს სპეციალური საიტები (საქართველოშიც რათქმაუნდა).




2. შექმენით თქვენი ვებ-საიტი.

შექმნათ საიტი თუნდაც wix.com-ით არის ძალიან მარტივი და რაც მთავარია ძალიან იაფი (ისიც იმ შემთხვევაში თუ კი უკვე კარგად მიდის თქვენი საიტის საქმე და თქვენი საკუთარი დომეინის შექმნა გსურთ, დომეინის გარეშე საიტის შექმნა უფასოა). თავიდან კი მოითხოვს ცოტა დროს რომ პირველი ვიზიტორები გაუჩნდეს საიტს, მაგრამ ამის შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ხერხი არსებობს იმისთვის რომ ფული გააკეთოთ თქვენი საიტით. (საიტით ფულის კეთების მეთოდებზე ვისაუბრებთ სხვა დროს).




3.დაწერეთ და გამოაქვეყნეთ თქვენი kindle ელ-წიგნი.

თუ კი გაქვთ რამე გასაზიარებელი ხალხისთვის, ყველაზე კარგი საშუალებაა დაწეროთ თქვენი ელ. წიგნი, თუ კი წარმატებას გინდათ მიაღწიოთ ამ საქმეში პირველი რაც უნდა გააკეთოთ ეს არის თქვენი წიგნით შესათავაზოთ საზოგადოებას რაიმე ღირებული (მაგ: გასაუბრების ხერხები: როგორ მიგვიღონ იმ სამსახურზე რომელიც ჩვენ გვსურს, და ისაუბრეთ იმ მეთოდებზე რომელიც ადამიანებს გამოადგებათ გასაუბრების დროს)




4. affiliate marketing


თუ კი თქვენ გაქვთ instagram-ზე, facebook-ზე საკმაოდ დიდი რაოდენობის გამომწერი, მე გირჩევდით დაიწყოთ affiliate marketing.

რა არის ეს affiliate marketing -თქვენი გვერდი ან საიტი ან ბლოგი ხდება ასე ვთქვათ რეკლამის ადგილი, სადაც თქვენ უწევთ რეკომენდაციას რაიმე მომსახურებაზე,ან პროდუქტზე, კომპანიაზე, რის გამოც ეს კომპანია გიხდით თქვენ საკმაოდ სოლიდურ თანხას (ოღონდ ფრთხილად იყავით პროდუქტი იქნება თუ მომსახურება ფრთხილად შეარჩიეთ, ცუდი პროდუქტის რეკლამირებისთვის შეიძლება დაკარგოთ ნდობა და თქვენი გეგმაც ჩაფლავდება) https://www.awin.com/gb/publishers?pid=95750&awc=3_1547556311_05c5f60eaee6ffa25cda3bd24993ae75 ზუსტად ამ საიტის საშუალებით შეგძლიათ ნახოთ ბრენდი რომელიც თქვენ მოგეწონებათ და დადოთ თქვენს გვერდზე, თუ კი თქვენი გვერდიდან გადასული ვიზიტორი შეიძენს რომელიმე პროდუქტს, საკმაოდ კარგ ფულს გააკეთებთ ! (წარმატებები!)




5. fivver.com


საოცარი საიტია! ყველას ვურჩევ რომ ერთხელ მაინც ნახოს ეს საიტი. თუ კი რაიმე უნარი გაქვს უბრალოდ შედი, დარეგისტრირდი, აცნობე ხალხს რისი უნარიც გაქვს და გააკეთე ამით ფული! თუნდაც გადათარგმნა,წერა,სიმღერა,გახმოვანება.. ნებისმიერი რამ!

ეს იყო 5 ხერხი რომლითაც შეგიძლიათ ფული გააკეთოთ, თითოეული მათგანი მოითხოვს: დროს,ენერგიას და შრომას მაგრამ დამიჯერეთ გიღირთ იმისთვის რომ ფული იშოვოთ.

Comments


Subscribe

+995595448014

 Rustavi Georgia 

  • facebook
  • instagram

©2019 by Mistery Book. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს წარმატებაზე!

bottom of page