ყველაფერი სამეფო კარის თამაშებამდე მიდის!
- misterybuxtore17
- Jan 12, 2019
- 2 min read
ყველასთვის საყვარელი სერიალი - „სამეფო კარის თამაშები“ რომლის შემოსავალმაც გადააჭარბა 1 მილიარდ დოლარს. საოცარია არა? არადა როგორც ვიცი თითო სერიაზე 6 მილიონია ბიუჯეტი. მაგრამ დღეს უბრალოდ სერიალზე სასაუბროდ არვართ აქ ! დღეს ვისაუბრებთ - რა შეიძლება გვასწავლოს სამეფო კარის თამაშებმა ჩვენ!
1. ნუ ჩავარდები დეპრესიაში და ნუ მისცემ საშუალებას სტრესს დაგიპყროს შენ.
დიდ პასუხისმგებლობას მოსდევს დიდი სტრესიც.. ზუსტად ეს რომ არ ესმოდათ GOT-ის პერსონაჟებს, მალე მოუწიათ დაცემის დროც. ისინი უმიზნებდნენ უფრო მაღლა და მაღლა , იქამდე წაუვიდათ ოცნებები და ფიქრები სანამ ტრაგიკულ დაცემამდე არ მივიდნენ. არაფერი სჯობს ოცნებებს, და დიდ მიზნებს (მეც ასეთი ვარ ), მაგრამ სჯობს ნელ-ნელა მიჰყვე შენს მიზნებს და შენს გზას და არმოინდომო ყველაფერი ერთად, რადგან თვითონაც იცით რაც მოხდება.

2. გაზომე რისკი იქამდე ვიდრე ნაბიჯს გადადგამ.
დიდი გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, ამ დროს კარგი იქნება შენ თავს კითხო, არის თუ არა რისკი და თუ ასეა მიღირს თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა. მაგალითისთვის-დაწვა შენი ქალიშვილი ცოცხლად, შეიძლება დაგეხმაროს დიდი ჯარის მიღებაში და შეგროვებაში მაგრამ, გიღირს ამად?

3.ნუ გახდებით ზედმეტად თვითდაჯერებული.
ნუ გავიმეორებთ ობერინის შეცდომებს.. ნეტა მაშინვე დაემთავრებინა ის ბრძოლა როცა უკვე მოგებული ჰქონდა.. მაგრამ არა! მან განსხვავებული გამარჯვება მოინდომა, პირადი გამარჯვება! მთას დააძალა რომ ეღიარებინა თავისი დანაშაული და პატიება ეთხოვა, მთამ კი დრო იხელთა და ობერინს, სიცოცხლედ დაუჯდა ზედმეტი თავდაჯერებულობა და „პირადი გამარჯვება“.

4.არ შეგეშინდეს რომ დასვა კითხვა.
ადამიანები რომლებიც თავის თავზე საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას იღებენ, ან უფრო მაღალი წოდება და სტატუსი აქვთ ვიდრე სხვას, თვლიან რომ მათ ყველაფერი იციან და თვითონაც სჯერათ ამის. მაგრამ ეს ასე არარის,ძალიან ბევრი პრობლემა გადაიჭრებოდა მარტივად GOT-ში უბრალოდ ერთი კითხვით და მარტივი პასუხის დაბრუნებით, მაგრამ არ კადრულობდნენ და ცდილობდნენ ყველაფერი თავისით გაეკეთებინათ.

5. ნუ აძვრები სასახლის კედელზე.
ყოველთვის ფრთხილად იყავი და ეცადე თავი აარიდო სხვა ადამიანების საქმეს, უფრო მარტივად რომ ვთქვათ -სხვის საქმეში ცხვირს ნუ ჩაყობ.

იმედი მაქვს ჩემი დღევანდელი პოსტი მოგეწონათ! დამიჯერეთ ხვალ უკეთესი იქნება! დროებით!
Comentarios