top of page

3 რაღაც, რაც შენ და ფულს შორისაა

Updated: Jan 12, 2019

ინფორმაციას რომელიც მე დღეს უნდა მოგაწოდოთ, ღირს მილიონები (ამ ინფორმაციის შეთვისების შემდეგ აკეთებენ მილიონებს) და აუცილებლად გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს, ნუ ვიქნებით ეგოისტები.



რატომ არ გაქვს ფული? პირველი მიზეზი თუ რატომ არგაქვს ფული ეს არის - ვალდებულება ფულთან თუ შენ თვლი რომ ვალდებული ხარ უბრალოდ გააკეთო 5 ათასი ლარი შენი ვალდებულება ასე ვთქვათ მცირეა. თუ შენ თავს ავალდებულებ რომ იყიდო უბრალო სახლი, მანქანა, დაამთავრო უნივერსიტეტი გყავდეს ცოლი და 2 შვილი, შენი ვალდებულება ფულთან მცირეა.. ამიტომ, შეწყვიტე აზროვნება ჩარჩოში, იფიქრე დიდად (think big), მეგობარო, უნდა შეცვალო შენი აზრები, ფიქრები ფულთან დაკავშირებით,გამდიდრების პირველი ნაბიჯი სწორედ ეს არის .. რადგან თუ ფუნდამენტი არგაქვს, მაშინ ვერც ვერაფერს ააშენებ ხო? ასე რომ შეცვალე შენი ფიქრები ფულთან დაკავშირებით. შემდეგი მიზეზი თუ რატომ არგაქვს ფული. ეს არის შენ არიცი ამ ფულით რა უნდა გააკეთო. მაგრამ არ ამგონია ამაზე დღეს ვისაუბროთ რადგან ჯერ პირველი პრობლემა არ აღმოგვიფხვრია. მთავარი კითხვაა: როგორ მივიღო ფული? საიდან ვიშოვო? და რა რაოდენობის? ადამიანმა არიცის სამი რამ : 1. საიდან და როგორ იშოვოს ფული

2.როგორ შეინარჩუნოს ეს ფული 3.როგორ გაზარდოს ეს თანხა (გაამრავლოს)



როგორ გავზარდო 5 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე, 100 ათასი ლარიდან 400 ათას ლარამდე. ყველას უნდა იცოდეს ინვესტირების შესახებ ყველაფერი, როგორ ჩადოს ფული რომ დიდი მოგება ნახოს. მაგრამ მთავარს არ ეკითხებიან თავის თავს, თუ როგორ გავაკეთო ეს ფული. პირველ რიგში ვალდებულება! მე ვალდებული ვარ გავაკეთო 50 ათასი და 100 ათასი მაგრამ ჯერ შეცვალე ფიქრი, თუ ცუდი დამოკიდებულება გაქვს ფულთან.. თუ ფიქრობ რომ ფული ეშმაკისაა, დედიკომ და მამიკომაც დაგიდასტურეს რომ მდიდარი ადამიანი ცუდი ადამიანია. იცოდე რომ.. ვერაფერს მიაღწევ. მთელი შენი ცხოვრების გნმავლობაში ვერ მიიღებ იმას რასაც ნამდვილად იმსახურებ. მე 14 წლიდან ვკითხულობ მდიდარ და წარმატებულ ადამიანებზე და რას საქმიანობენ. მე ისინი არ მეზიზღებიან, არ მეზიზღება amazon, uber, ილან მასკი, ჯეფ ბეზოსი, უორენ ბაფეტი, პირიქით როცა მათზე ვკითხულობ სულ ინტერესში ვარ და ძალიან მიხარია რომ წარმატებული ადამიანები არიან და მეც ვცდილობ მათ დავემსგავსო. არაქვს მნიშვნელობა რა ფერის კანი აქვთ, ქალია თუ კაცია მე ყველასგან შემიძლია რომ ვისწავლო. ზუსტად წარმატებული ადამიანები ცვლიან ჩვენს მსოფლიოს. მაგალითისთვის ავიღოთ ილან მასკ-ი რომელმაც შეცვალა ავტომობილები, რომელსაც შეუძლია შეცვალოს პლანეტა რომელზედაც ვცხოვრობთ და სხვაგან გადაგვიყანოს.. მაგრამ ყველაფერ ამას სჭირდება ფული. ვერ იქნები ილან მასკი თუ არგაქვს ფული. როცა შენ იტყვი მე მინდა მოვხვდე კოსმოსში! ჟღერს როგორც იდიოტიზმი.. მაგრამ როცა ილან მასკი იტყვის მე მინდა მოვხვდე კოსმოსში! ეს უკვე კარგი იდეა! იიმიტომ რომ მას მილიარდობით დოლარი აქვს და მას მართლა შეუძლია ეს. ესეიგი, ზუსტად ამის გამო, უპირველესად დაადგინე ფულის რაოდენობა , ვალდებული გახადე შენი თავი და დაისახე მიზნად დიდი რიცხვი ფულისა რომელიც უნდა გამოიმუშავო. მესამე მიზეზი თუ რატომ არგაქვს ფული - ეს არის კითხვა.. ვის აქვს შენი ფული? ვინ არის მდიდარი ჩამოთვალე, ჩამოწერე ფურცელზე. და ხო.. რა ფულიც მათ აქვთ მანამდე სხვისი ფული იყო..



დავუბრუნდეთ ფიქრს.. ნუ გაქვს ეგ ტვინი ჩაკეტილი, გაშალე გონება, ფიქრები. ხშირად ახსენებს გრანტ ქარდონ ამას: ადამიანების უმრავლესობა იბადება ღარიბი ან საშუალო კლასის ოჯახში. ნუ ღარიბები გასაგებია, მაგრამ ვინ არიან საშუალო კლასში? ესენი არიან მდიდარი ადამიანები რომლებიც სინამდვილეში ღარიბები არიან, კი.. ზუსტად.. საშუალო კლასის ადამიანები არიან ის მდიდარი ადამიანები რომლებიც სინამდვილეში ღარიბები არიან. ადამიანები რომლებიც აკეთებენ სოლიდურ თანხას მაგრამ, თვის ბოლოს ჯიბეში ფული აღარ აქვთ. არაქვს მნიშვნელობა რამდენ ფულს აკეთებ, მთავარია რა დაგრჩა, მსოფლიოში მილიონერი არის იგივე ახალი საშუალო კლასი! თუ არ აკეთებ სოლიდურ თანხას, დარჩენილ თანხაზე ლაპარაკი ზედმეტია.


გრანტ ქარდონი- ბიზნესმენი (60 წლის) შემოსავ ალი-300 მილიონი დოლარი

გეტყვით როგორ გააკეთა ფული გრანტ ქარდონმა : 1. კითხულობდა წიგნებს.. მას ეზიზღება წიგნების კითხვა მაგრამ ღარიბის სტატუსი უფრო ეზიზღება. ზუსტად იგივე რჩევას მოგცემს ნებისმიერი წარმატებული ადამიანი.. წიგნის და ცოდნის გარეშე ვერსად ვერ წახვალ.. როგორ უნდა აკეთო ბიზნესი თუ არგესმის არაფერი რეკლამების შესახებ,მენეჯმენტის,მარკეტინგის,ადამიანების(უმთავრესია), და სხვადასხვა სტრატეგიების შესახებ რომელიც არსებობს მსოფლიოში და რომლის სწავლაც, შეგიძლია უბრალოდ google-ში ჩაწერით და ყველაფერი უფასოა! თუ არადა ჩემი პოსტები იკითხე მე მთელ ინტერნეტის ინფორმაციას მოგიტან და დაგიდებ პირდაპირ შენს წინ. კარგი გავიმეოროთ. 1. შენი ვალდებულება ფულის წინაშე, რამდენი უნდა გააკეთო. 2. ვის აქვს შენი ფული? და როგორ მივიღოთ მათგან ეს ფული. 3. და რა გავაკეთოთ ამ ფულით. მოდით ვისაუბროთ მე-2 მიზეზზე. ვის აქვს შენი ფული? მაგალითად ჩართული ხარ მანქანების ყიდვა-გაყიდვაში. ჩამოწერე სია ვინ ყიდულობს ამ მანქანებს? იქნებ კომპანიებია რომელსაც სჭირდებათ ამ ტიპის მანქანა, ან ზოგადი მყიდველები რომლებსაც უნდათ მანქანის ყიდვა, გააკეთე სია. შემდეგი პრობლემაა: ვნახე ადამიანი, აქვს ფული და რავუთხრა მას? ჰეი მისტერ "car dealer" იცით.. -არვარ დაინტერესებული (დებს ყურმილს). რა პრობლემა წარმოიქმნა? საქმე გვაქვს პრობლემის განხილვასთან- როგორ განვიხილოთ ეს პრობლემები - არ გვჭირდები, არვარ დაინტერესებული, სხვა გვყავს უკვე. ძალიან ძვირია, სხვა დროს დარეკე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.. გამოსავალი:ნახე ადამიანი რომელიც დააინტერესებს სხვებს, იცოდე რომ ბიზნესში ყველაფერს შენ ვერ გააკეთებ ,შენი დრო უფრო ძვირფასია ვიდრე ირბინო მეზობლებთან თუ ნებისმიერ ადამიანთან უკაკუნო კარებზე და შესთავაზო პროდუქტი.. ამას სხვა აკეთებს. შემდეგი რაც გვაინტერესებს ეს არის ადამიანები რომლებიც შენს გარშემოა.. იტრიალე ადამიანებთან ვისაც ფული აქვს ვისაც შეუძლია შენი პრობლემები გადაწყვიტოს, ვისი რჩევაც ღირებულია. ცოლი გეტყვის - საყვარელო, დღეს მისტერ ღარიბთან უნდა ვისადილოთ -არვისადილებთ, ვიცი ეს კაცი ღარიბია ის თავის პრობლემებზე მელაპრაკება მე ვერაფერს ვერ მივიღებ,ვერც ნორმალურად შევჭამ, შენ თუ გინდა მიდი და ისადილე, ეს მისი საქმეა. შენ ცოტა დრო გაქვს! და ის 24 საათი შენი ერთი დღისა ძალიან ძვირფასია, და ნუ დახარჯავ ტყუილად, სმაში, ნარკოტიკში, არასწორ წრეში. კი ადამიანების უარყოფა ძალიან ცუდად ჟღერს მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის არვართ რომ ყელაფერი რაც კარგად ჟღერს მხოლოდ ისინი ვიძახოთ.. არა! აქ სიმართლეზე ვლაპარაკობთ და წარმატებაზე, წარმატება კი არ მიდის ადამიანებთან ვინც ცუდ წრეშია. იცოდეთ: თუ ხარ ღარიბ წრეში, შენც ღარიბი იქნები. თუ ხარ მდიდრების და წარმატებული ადამიანების წრეში, შენც მდიდარი და წარმატებული იქნები. საიდან მოდის ეს იდეა? ზუსტად იმ ციტატიდან - მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ! ზუსტად ასეა!

რა არის ამ პოსტის მიზანი? არგინდა რომ შენი ოჯახი მშვიდად იყოს? არგინდა რომ შენ იყო მშვიდად? არ იდარდო ფულზე? წელიწადში 2 თუ 3 ჯერ წაიყვანო შენი ოჯახი საზღვარგარეთ, ნახოთ მსოფლიო, გყავდეს კარგი მანქანა , გქონდეს კარგი სახლი, დაეხმარო ვისაც დახმარება სჭირდება? ხომ გინდა? ხოდა მიყევი ამ რჩევებს და დამიჯერე მალე სხვებზე უკეთ იქნები და უფრო მეტს გააკეთებ ვიდრე ნებისმიერი სხვა.

გავიმეოროთ რომ კარგად ჩაჯდეს თავში : 1.შენი ვალდებულება ფულის წინაშე. მე მინდა რომ ვიყიდო ახალი მერსედესი ან როლს-როისი, რა ღირს? შეხედე ფასს, და დაავალე შენ თავს რომ : აი ამდენი ფული უნდა გავაკეთო რომ ვიყიდო ეს მანქანა, თუ ეს სახლი, თუ ეს რესტორანი რომ საღამოობით აქ ვისადილო. კი! შეგიძლია ასეც გააკეთო, მთავარია დაისახო მიზანი, დაავალო შენ თავს რომ გააკეთო. 2. ვის აქვს ჩემი ფული? ვის აქვს იმ მერსეედესის ფული? ჩამოწერე სია, რა ტიპის ბიზნესშიც არ უნდა იყო, დაადგინე, გამოთვალლე, ეძებე, იპოვე. ვის აქვს შენი ფული? იპოვე? წამოაყენე შენი ბიზნესი შენი ტრაკი და გაყიდე პროდუქტი, მომსახურება, მიჰყიდე იმას ვისაც შენი ფული აქვს! შენ აქამდე იყენებდი შენს ფულს! აიღე შენი ფული, შეინახე კომფორტულად ბანკის ანგარიშზე, ახლა კი ავწიოთ ტრაკი და ვიშოვოთ ახალი ფული! და ამ ფულით ვიყიდოთ ის მერსედესიც. მაგრამ იცოდეთ.. არცერთი ეს სტრატეგია თუ რჩევა არიმუშავებს, თუ თვენ საკმარის დროს არ დახარჯავთ და დროის დახარჯვა მოგიწევთ საკმაოდ დიდი ოდენობით, ამიტომ გიყვარდეთ არა მარტო თქვენი მიზანი (მერსედესი) არამედ, თვითონ პროცესი,რომელიც იმ მიზნამდე მიგიყვანს. და მერწმუნეთ აუცილებლად მიაღწევთ ამ მიზანს.



ეს პოსტი დავწერე იმის შემდეგ რაც ვნახე გრანტ ქარდონის ვიდეო:https://www.youtube.com/watch?v=CBdttmkVGZQ

Tips on How to Have Money - Grant Cardone



Comments


Subscribe

+995595448014

 Rustavi Georgia 

  • facebook
  • instagram

©2019 by Mistery Book. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს წარმატებაზე!

bottom of page