როგორ მიდის პირველი დღე misterybux-ისთვის
- misterybuxtore17
- Jan 9, 2019
- 1 min read
პირველი დღე მოტივაციით და დიდი იმედებით სავსე დღეა, იმედი მაქვს ასევე გაგრძელდება, მთელი დღეა კომპიუტერთან ვზივარ და სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე ვაქტიურობ, თან ვფიქრობ როგორ გავხადო ჩემი იდეა, ბიზნესი, გვერდი თუ პროფაილი უფრო ორიგინალური, კრეატიული .უპირველესად რაზეც უნდა მესაუბრა ეს იყო რაარის ეს misteryBUX-ი და რა მიზანს ემსახურება. ინოვაციურ წიგნების მაღაზია სადაც წიგნს ირჩევ არა სათაურით და ყდით, არამედ მასზე დაწერილი ციტატით, ამიტომ თქვენ მიერ არჩეული წიგნი მეტად იდუმალი და საინტერესოა!
მიზანი ამ ბუქსთორისა არის ის რომ ჩვენ მომხმარებლებთან ერთად დავანგრიოთ ის სტერეოტიპი რომ თითქოს ტექნოლოგიამ ჩაანაცვლა წიგნები, ჩვენ ვიცით რომ ეს ასე არარის! როგორც ტექნოლოგიების ბაზარი დროდადრო იხვეწება ასევე უნდა დაიხვეწოს წიგნების ბაზარიც, გახდეს მათი მომხმარებლამდე მიწოდება მრავალფეროვანი.
პირველი რითაც დავიწყე ეს არის განვსაზღვრე ჩემი ბიუჯეტი 1. რეკლამისთვის 2. რესურსისთვის (წიგნი, შეფუთვა, მიტანის სერვისი) 3. ხელფასის ბიუჯეტის განსაზღვრა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ არმჭირდება რადგანაც მარტო ვარ და თან არაფერიც გამიყიდია. და ხო ყველაზე მნიშვნელოვანია ეს არის ბიზნესის დანიშნულება : რატომ იწყებ ამ ბიზნესს, რა სარგებელს მოუტანს ეს საზოგადოებას, თუ კი უკვე დაწყება გინდა და შენი პროდუქტის ბაზარზე გატანა -ვინ არის შენი მომხარებელი, რა აინტერესებს მას და ა.შ დღემ ეფექტურად ჩაიარა დრო არდამიკარგავს ტყუილად. ვნახოთ როგორი კვირა ექნება misterybux.
Comentarios